უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს
„როიტერის“ ინფორმაციით, კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, უკრაინის საპოლიციო ძალებმა მათ ჟურნალისტებს ქალაქში არსებული მდგომარეობის ნახვის საშუალება მისცეს.
როგორც „როიტერის“ ჟურნალისტები აცხადებენ, უკრაინელთა ცხედრებს ქუჩებსა და გზებზე პოულობდნენ. მათივე თქმით, დაღუპულები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ზოგიერთი მათგანის ცხედარი ველოსიპედთან იპოვეს, ზოგიერთს კი ხელში საყიდლების ჩანთა ეჭირა. ჟურნალისტების თქმით, გაუგებარია, რატომ არ დაკრძალეს ისინი რუსებმა.
ამასთან, როგორც „როიტერი“ ადგილობრივი მცხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს გაუფრთხილებლად ესროდნენ.
ქალაქის მერის, ანატოლი ფედორუკის თქმით, ბუჩაში ნახეს საერთო სასაფლაო, სადაც 300-მდე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მისივე თქმით, რუსები მშვიდობიან მოსახლეობას არაადამიანური სისასტიკით ექცეოდნენ. ერთ-ერთი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ხელებშეკრული იპოვეს.
ფედორუკის განცხადებით, რუსები მოქალაქეებს თავსა და კეფაში დამიზნებით კლავდნენ. მისივე თქმით, გარდაცვლილებს შორის არიან ქალები და 14 წლის ბავშვიც.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ქუჩაში პოულობდნენ ცხედრებს, რომლებსაც დამწვრობის კვალი აღენიშნებოდათ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსები ცხედრების დაწვით კვალის დაფარვას ცდილობდნენ. უკრაინელი სამხედროების მტკიცებით, ცხედრების დიდ ნაწილს აღენიშნება წამების კვალი.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"