"დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ლუკაშენკოს ვლადიმერ პუტინზე ნაკლებად არ სტკენს გულს"
რუსეთისა და ბელარუსიის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს, შეუძლიათ თავიანთი ქვეყნების ინტერესების დაცვა ძალიან მკაცრად, მათ ესმით ერთმანეთის და აგრძელებენ მეგობრულ დიალოგს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ტელეკომპანია Belarus-1-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ალექსანდრე გრიგორევიჩი აბსოლუტურად უნიკალურ ურთიერთობაშია ჩვენს პრეზიდენტთან. მათ მართლაც უნიკალური ურთიერთობა აქვთ. მათ ისე ესმით იმის არსი, რაც ხდება ჩვენს ქვეყნებში და არსი იმისა, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, როგორც სხვას არავის“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის განცხადებით, ის რაც უკრაინაში ხდება, ვლადიმერ პუტინზე ნაკლებად არ სტკენს გულს ალექსანდრე ლუკაშენკოს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ალექსანდრე გრიგორევიჩს ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან შედარებით გულს არანაკლებ სტკენს", - განაცხადა პესკოვმა.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ