"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს ყოველკვირეულად"
მოლაპარაკებების პროცესში პროგრესის გამო, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები არ უნდა მოიხსნას, არამედ უნდა გამკაცრდეს ყოველკვირეულად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სანქციების მოხსნის საკითხი ვერ დადგება, ვიდრე ომი არ დასრულდება.
„სანქციების მოხსნის საკითხი ვერც კი დადგება, ვიდრე ეს ომი არ დასრულდება, ვიდრე ჩვენ არ დავიბრუნებთ ყველაფერს, რაც გვეკუთვნის და ვიდრე არ აღვადგენთ სამართლიანობას. პირიქით, სანქციები ყოველკვირეულად უნდა გამკაცრდეს და უნდა იყოს ღირებული, არა მხოლოდ მედიისთვის განკუთვნილი, რომ სანქციები დაწესდა, არამედ რეალური მშვიდობის დასამყარებლად დაწესებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე