პენტაგონი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით დიმიტრი პესკოვის განცხადებას სახიფათოს უწოდებს
„ბიბისის“ ცნობით, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას სახიფათოს უწოდებენ პენტაგონში. პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ეს არ არის ის, როგორც პასუხისმგებლიანი ბირთვული ძალა უნდა მოქმედებდეს.
ამასთან, ჯონ კირბის თქმით, პენტაგონს ამ დრომდე არ დაუფიქსირებია არაფერი ისეთი, რაც აშშ-ს სტრატეგიული შემაკავებელი პოზიციების შეცვლისკენ უბიძგებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში რამდენჯერმე აარიდა თავი პასუხს შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას. წამყვანის, ქრისტიან ამანპურის შეკითხვაზე, რა შემთხვევაში აამოქმედებს პუტინი ბირთვულ არსენალს, პესკოვის პასუხი ასეთი იყო: „იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება“.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა