უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 115 ბავშვი დაიღუპა, 140-ზე მეტი დაშავდა
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 115 ბავშვი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა.
ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
,,რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 115 ბავშვი დაიღუპა. 140-ზე მეტი დაჭრილია. დაღუპულთა უმეტესობა კიევში - 58, ხარკოვში - 36, დონეცკში - 29, ჩერნიგოვში - 30, ნიკოლაევში - 22, ჟიტომირში - 15, სუმიში - 14 და ხერსონში - 14 ", - ნათქვამია ანგარიშში.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი უბნების რეგულარული დაბომბვის შედეგად დაზიანდა 489 სასწავლო დაწესებულება, მათგან 69 მთლიანად განადგურდა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი