"რუსულმა ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოაწყვეს"
არსებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოაწყვეს - ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
მსგავს ცნობებს, უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიაზე დაყრდნობით, უკრაინული მედიასაშუალება The Kyiv Independent -იც ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებები აფეთქდა რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინული ატომური სადგურის მთავარ რეაქტორთან და რომ შემდგომი აფეთქებებიც იგეგმება.
ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტი ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა