ოფიციალური პირების განცხადებით, “ინსტაგრამი” რუსეთში მუშაობას დღეს შეწყვეტს
„ინსტაგრამი“ რუსეთში მუშაობას დღეს შუაღამიდან შეწყვეტს, მას შემდეგ რაც მისმა მფლობელმა „მეტამ” განაცხადა, რომ არ აკრძალავს მომხმარებელთა იმ შეტყობინებებს, რომლებიც რუსული ჯარების და ლიდერების სიკვდილს ეხება.
აღნიშნულის გამო, კრემლს „მეტას“ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაც სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ის დახურავს ამერიკულ ფოტოგაზიარების პლატფორმას, რომელსაც 80 მილიონი რუსი მომხმარებელი ჰყავს.
მარეგულირებელმა უწყებამ „ინსტაგრამის“ რუს მომხმარებლებს ისიც ურჩია, რომ საკუთარი კონტენტი სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ერთ-ერთ „კონკურენტულ“ პლატფორმაზე გადაიტანონ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა