"რუსეთს კიევის აღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას მიწასთან გაასწორებს"
რუსეთს შეუძლია უკრაინის დედაქალაქის აღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის „ქალაქს მიწასთან გაასწორებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
უკრაინის პირველი პირის თქმით, ის ღიაა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დისკუსიებისთვის და იქვე დასძინა, რომ მან იერუსალიმში მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა განიხილა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ბენეტს ექნება „დადებითი გავლენა“ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა