"გვსურს, პარტნიორებისგან მოვისმინოთ რეალური და არა დეკლარაციასა და აბსტრაქციაზე დამყარებული გადაწყვეტილებები"
უკრაინა პარტნიორებისგან ელოდება რეალურ გადაწყვეტილებას და არა აბსტრაქტულ შემოთავაზებებს. „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„დღეს ვესაუბრე გერმანიის კანცლერს იმ დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, რასაც ჩვენი ხალხი განიცდის, ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან საუბარში დავრწმუნდი, რომ ჩვენი კოალიცია უფრო გაძლიერდება. შესაბამისად, მშვიდობის მოსაპოვებლად გაძლიერდება ჩვენი წნეხი რუსეთზე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განმარტა, რომ დასავლელი პარტნიორებისგან მეტ კონკრეტულ და ქმედითუნარიან ნაბიჯებს ელოდება. მისი თქმით, უკრაინა ახლა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი მშვიდობისთვის, არამედ მთელი კონტინენტის დამოუკიდებლობისთვის.
„ჩვენ გვსურს, პარტნიორებისგან მოვისმინოთ რეალური გადაწყვეტილება და არა დეკლარაციასა და აბსტრაქციაზე დამყარებული გადაწყვეტილებები. ამ დღეებში ევროკავშირის ლიდერები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს განიხილავენ. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ გზავნილს, ველოდებით უზარმაზარ მხარდაჭერას, რადგან მხოლოდ ასეთი კონკრეტული გზავნილი იქნება ევროპისთვის შესაფერისი და სამართლიანი. ჩვენ ისიც შესანიშნავად ვიცით, ევროკავშირის რომელ ლიდერს რა პოზიცია აქვს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს