"ბირთვულ ომზე საუბარი იყო მხოლოდ დასავლეთის მხრიდან, როგორ შეიძლება, საერთოდ ამაზე ვიფიქროთ"
არ მინდა ამის დაჯერება, ბირთვულ ომზე საუბარი იყო მხოლოდ დასავლეთის მხრიდან, როგორ შეიძლება, საერთოდ ამაზე ვიფიქროთ, ასეთი რამ როგორ შეიძლება, მოხდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ბირთვული ომის დაწყების გჯერათ?“.
ლავროვის თქმით, ბირთვულ ომზე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა, რუსეთს კი ეს არ უთქვამს.
„მე არ მინდა ამის დაჯერება. საუბარი იყო ბირთვულ ომზე მხოლოდ დასავლეთის მხრიდან, როგორ შეიძლება, საერთოდ ამაზე ვიფიქროთ, ასეთი რამ როგორ შეიძლება, მოხდეს. ბატონმა სტოლტენბერგმა განაცხადა და მას მხარდაჭერა არ ჰქონდა ყველა წევრისგან – ნატო-ს შეუძლია, გადაისროლოს სისტემები აღმოსავლეთ ევროპაში და იყო დეკლარაცია ტოტალური ომის. პრეზიდენტ ბაიდენს როდესაც ჰკითხეს სანქციების ალტერნატივაზე, მან თქვა, რომ ალტერნატივა მხოლოდ ბირთვული ომია, ანუ, მესამე მსოფლიო ომია. რამდენჯერმე აღნიშნა მან ეს, ეს რუსეთს არ აღუნიშნავს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე