რუსეთის "არამეგობრული ქვეყნების" სიაში საქართველო არ მოხვდა
რუსეთის ხელისუფლებამ იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ „არამეგობრულ ქმედებებს“ ახორციელებენ.
აღნიშნულ ჩამონათვალში საქართველო არ არის.
რუსეთის მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით არამეგობრულ ქვეყანათა სიაში მოხვდნენ:
ავსტრალია
დიდი ბრიტანეთი
ევროკავშირის წევრი ქვეყნები
ისლანდია
კანადა
ლიხტენშტეინი
მონაკო
ახალი ზელანდია
ნორვეგია
კორეა
სან-მარინო
სინგაპური
ამერიკის შეერთებული შტატები
ტაივანი
უკრაინა
მონტენეგრო
შვეიცარია
იაპონია
დოკუმენტის თანახმად რუსეთის ფედერაცია, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები, რომლებსაც აქვთ ფინანსური ვალდებულებები იმ ქვეყნების კრედიტორების მიმართ, რომლებიც არამეგობრულ ქვეყანათა ჩამონათვალში მოხვდნენ, მათ გასტუმრებას რუბლში შეძლებენ.
გარდა ამისა, რუსული ფირმების ყველა ტრანზაქციას მოქალაქეებთან და ჩამონათვალში შემავალი სახელმწიფოების კომპანიებთან დაამტკიცებს უცხოური ინვესტიციების კონტროლის სამთავრობო კომისია.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა