ახტირკაში რუსული ძალები უკრაინულ სამხედრო ნაწილს დაესხნენ თავს, დაღუპულია 70 უკრაინელი მებრძოლი
სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 70 მებრძოლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, დმიტრი ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოწინააღმდეგემ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. ცხედრების ნანგრევებიდან ამოყვანა გრძელდება. მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური, მოხალისეები. გარდაცვლილი ბევრია. ახლა სასაფლაოზე ამზადებენ ადგილებს 70 დაღუპული უკრაინელი მებრძოლისთვის“, - ნათქვამია დმიტრი ჟივიცკის განცხადებაში.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა რუსულმა მხარემაც.
მანამდე ახტირკას მერმა პაველ კუზმენკომ განაცხადა, რომ ქალაქ ახტირკაში ჟენევის კონვენციით აკრძალული ვაკუუმური ბომბები ჩამოაგდეს.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა