მივმართავ მსოფლიოს, შეაჩეროს ეს ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო - ვლადიმერ კლიჩკო
მე ვარ ვლადიმერ კლიჩკო და მივმართავ მსოფლიოს, შეაჩეროს ეს ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო, - ამის შესახებ ვიდეო მიმართვას მოკრივე ვლადიმერ კლიჩკო "ტვიტერში" ავრცელებს.
როგორც კლიჩკო ვიდეოში აღნიშნავს, მხოლოდ დღეს, უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა უკრაინაში.
"უნდა ვიმოქმედოთ ახლა. შემდეგ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. მე ვარ ვლადიმერ კლიჩკო და მივმართავ მთელ მსოფლიოს, რომ შეაჩეროს ის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. დღეს მოქალაქეებს ესროლეს და დახოცეს. ასევე სხვადასხვა სპეცოპერაციებით ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას და ეს ხდება ევროპის შუაგულში. დრო არ იცდის, უნდა ვიმოქმედოთ ახლა. შემდეგ, შეიძლება ძალიან გვიანი იყოს", - აცხადებს კლიჩკო.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი