საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობასთან ერთად საწვავის მარაგს გაუგზავნის
საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობასთან ერთად საწვავის მარაგს უგზავნის, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყანას რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ, - აღნიშნულია ელისეს სასახლის განცხადებაში, რომელიც ეროვნული თავდაცვის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
განცხადებაში დამატებითი დეტალები თავდაცვითი აღჭურვილობის შესახებ მითითებული არ არის, თუმცა წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.
ეროვნული თავდაცვის საბჭო ასევე დასთანხმდა რუსების ფინანსური აქტივების გაყინვას და გამოაცხადა ზომები „რუსული მედიის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
გაცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირისა და აშშ-ს მსგავსად „ეკონომიკური და ფინანსური სანქციების გაძლიერება“ გამოაცხადა.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი