უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს
უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, – განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და მათ ქვეყნაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
"დავიცავთ ჩვენს ტერიტორიას ყველა შესაძლებელი ძალით, რათა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ქვეყნის დაცვისკენ ვეტერანებს. გვყავს დაჭრილი სამხედროები, სადაც საავადმყოფოებში საჭიროა სისხლი, გთხოვთ გახდით დონორები.
ნაციონალური ბანკი და უკრაინის საბანკო სისტემას აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ფინანსურად სახელმწიფო და თითოეული მოქალაქე იყოს უზრუნველყოფილი. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა პოლიტიკოსს, რომელიც იცავს ახლა უკრაინას და ისინი არიან ერთიანები. იყავით მზად იმისთვის, რომ დაიცვათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იმ რაიონებში, სადაც ცხოვრობთ.
ჩვენ გავწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. უკრაინა თავს იცავს და არ დათმობს თავის თავისუფლებას. უკრაინას აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო," - განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი