"ამიერიდან მინსკის შეთანხმება აღარ არსებობს, რაღა უნდა შესრულდეს"
დიახ, რა თქმა უნდა, ამიერიდან მინსკის შეთანხმება აღარ არსებობს, რაღა უნდა შესრულდეს, თუ ჩვენ ამ სუბიექტების დამოუკიდებლობა ვაღიარეთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
პუტინის თქმით, გუშინ ხელმოწერილი შეთანხმებების მიხედვით, რუსეთი ამ სუბიექტებს შესაბამის დახმარებას გაუწევს, მათ შორის სამხედრო დახმარებასაც.
„ჩვენ ხომ მოვაწერეთ ხელი შეთანხმებებს, ამ შეთანხმებეში დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან, ასევე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან არსებობს შესაბამისი პუნქტები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ჩვენ ამ რესპუბლიკებს აღმოვუჩენთ შესაბამის დახმარებას, მათ შორის სამხედრო დახმარებასაც. ვინაიდან იქ კონფლიქტია, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, შევასრულოთ აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი