"შანსი ყოველთვის არსებობს" - სერგეი ლავროვი დასავლეთთან მოლაპარაკებებზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთმა, დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიების მოპოვების მიზნით, დიპლომატიის გზა უნდა გააგრძელოს.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა კონკრეტული წინადადებები სამხედრო რისკების შემცირების შესახებ, მაგრამ ევროკავშირისა და ნატოს პასუხები დამაკმაყოფილებელი არ არის.
შეხვედრაზე პუტინმა ლავროვს დაუსვა შეკითხვა, არსებობს თუ არა უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შანსი, რაზედაც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ შანსი ყოველთვის არსებობს.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ იმ საკითხებზე, რომლის გადაჭრაც დღესვეა საჭირო, მოლაპარაკებების დაუსრულებლად გაგრძელებას არ დავუშვებთ, მაგრამ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, უნდა ვთქვა, რომ შანსები ყოველთვის არსებობს,“- განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების გაგრძელების მცდელობა არ უნდა შეწყდეს.
„ჩემი შემოთავაზებაა, ამ მცდელობის გაგრძელება,“- აღნიშნა ლავროვმა.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"