"კორონავირუსს ვერ აღმოვფხვრით" - ენტონი ფაუჩი
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა თუკი საკმარისი რაოდენობის მოქალაქეები აიცრებიან, კოვიდშეზღუდვები, შესაძლოა, მალე წარსულში დარჩეს.
„ამ ვირუსის ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც გვეყოლება საკმარისი რაოდენობის ვაქცინირებული ადამიანები და წინა ინფექციისგან დაცვით უზრუნველყოფილი პირები, რათა კოვიდშეზღუდვები მალე წარსულში დარჩეს“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
მისი თქმით, დროდადრო, შესაძლოა საჭირო გახდეს შეზღუდვების ადგილობრივად, ამა თუ იმ რეგიონში დაწესება და ასევე მოქალაქეებს მოუწევთ თავად გადაწყვიტონ, როგორ გაუმკლავდნენ ვირუსს.
„გადაწყვეტილებების მიღება უფრო მეტად ადგილობრივ და არა ცენტრალურ დონეზე მოხდება. ასევე იქნება უფრო მეტი ადამიანი, ვინც თავად იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ვირუსს,“- აღნიშნა ფაუჩიმ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს