"ევროპელების უსაფრთხოება არ არსებობს, თუ არ არსებობს უსაფრთხოება რუსეთისთვის" - ემანუელ მაკრონი
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისა და საფრანგეთის ბრძოლას გამოიწვევს, ამიტომ ეს არის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთს პრეზიდენტის თქმით, ნატო ყირიმს უკრაინის ნაწილად განიხილავს, რუსეთი კი თავის ნაწილად, ნატო-ს დოქტრინულ დოკუმენტებში კი, რუსეთი მოწინააღმდეგედ არის დასახელებული.
„წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრია და იქნება მცდელობები, რომ ეს შეიცვალოს სამხედრო გზით, ხოლო მე-5 მუხლი არ გაუქმებულა. მინდა, გკითხოთ, გინდათ რუსეთთან ბრძოლა? გინდათ, რომ საფრანგეთი რუსეთს ებრძოლოს? და ეს ასე იქნება! ეს არის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი ევროპის, მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა თქვა, რომ მაკრონმა მოლაპარაკებებზე წამოაყენა რამდენიმე წინადადება, რომელიც შესაძლოა, უკრაინის კრიზისის წინსვლისთვის საფუძველი გახდეს. რუსეთის პრეზიდენტს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარს გამართავს. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპელების უსაფრთხოება არ არსებობს, თუ არ არსებობს უსაფრთხოება რუსეთისთვის.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა