"უკრაინის საკითხის გადაჭრა მხოლოდ პოლიტიკური გზით შეიძლება" - ემანუელ მაკრონი
პრეზიდენტი ზელენსკი დღეს იმ ქვეყნის პირველი პირია, რომლის საზღვართან 125 000 რუსი სამხედრო იმყოფება, ასე რომ, დიახ, ის ნერვიულობს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე ვეტყვი პრეზიდენტ ზელენსკის, ისევე, როგორც ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მინსკის შეთანხმებებს პროგრესის მიღწევა შეუძლია. ამაზე პრეზიდენტ ზელენსკისთან ხვალ ვისაუბრებ“, – განაცხადა მაკრონმა.
ფრანგი ლიდერის თქმით, უკრაინის საკითხის გადაჭრა მხოლოდ პოლიტიკური გზით შეიძლება, მოხდეს და ამ გადაჭრის საფუძველი მინსკის შეთანხმებებია.
„საფრანგეთი გააგრძელებს მის ძალისხმევას ნორმანდიულ ფორმატში კრიზისის გრძელვადიანი მოგვარებისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას მან განიხილა შეხების კონკრეტული წერტილები და დეესკალაციის გზები, რომლებსაც იგი შემდგომ უკვე ოფიციალურ კიევთან და ვაშინგტონთან, ასევე ევროკავშირისა და ნატო-ს მოკავშირეებთან განიხილავს.
„მომდევნო დღეები იქნება გადამწყვეტი და საჭიროებს ინტენსიურ დისკუსიას, რომელიც ერთად გვექნება“, – აღნიშნა მაკრონმა.
ფრანგი ლიდერის განცხადებით, პუტინთან ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგალითად ნატო-ს ღია კარის პრინციპთან დაკავშირებით.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"