"რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის საჭირო სამხედრო ძალის 70% ადგილზე ჰყავს მობილიზებული"
აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთს უკრაინაში სრული შეჭრისთვის საჭირო სამხედრო ძალის სულ მცირე 70% ადგილზე ჰყავს მობილიზებული და საზღვარზე ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული სხვადასხვა მედია საშუალებები აშშ-ის ორი ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, პარასკევის მდგომარეობით, რუსეთის არმიამ უკრაინის მახლობლად დააყენა სულ 83 „ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი“, რომელთაგან თითოეული ზომით დაახლოებით ამერიკული ბატალიონის 750-დან 1000-მდე ჯარისკაცს უდრის. მანამდე მხოლოდ 60 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი იყო მობილიზებული და აღნიშნული რაოდენობის ზრდა ორ კვირაში განხორციელდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, კიდევ 14 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი რუსეთის სხვადასხვა ნაწილებიდან სასაზღვრო ზონისკენ მიემართება. მათი თქმით, აშშ-ს შეფასებით, რუსეთს სრული შეჭრისთვის 110-დან 130-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი სჭირდება თუმცა პუტინს შეუძლია უფრო მცირე რაოდენობით კონტინგენტით შეჭრაც. ისინი ვარაუდობენ, რომ რუსეთს მიზნად ადგილზე 150 000 ჯარისკაცის ყოლა აქვს განზრახული და უახლოესი კვირების განმავლობაში შესაძლოა მიაღწიოს კიდეც ამ ნიშნულს.
მედია წერს, რომ უკრაინამ შეიძლება 5000-დან 25000-ამდე ჯარისკაცი დაკარგოს, ხოლო რუსეთის მხრიდან დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა შეიძლება 3000-დან 10000-ამდე იყოს. გარდა ამისა, შეჭრის შედეგად, სავარაუდოდ, დაზარალდება 25 000-დან 50 000-ამდე მშვიდობიანი მოქალაქე.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"