"უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს ქვეყნებში აშშ-ს ჯარების გადაყვანა იგეგმება"
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს ქვეყნებში აშშ-ს ჯარების გადაყვანა იგეგმება. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ პენტაგონს დაახლოებით 8500 ამერიკელი ჯარისკაცი ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით მზადყოფნაში ჰყავს.
„უახლოეს პერსპექტივაში, მე გადავიყვან ჯარებს აღმოსავლეთ ევროპასა და ნატო-ს ქვეყნებში, თუმცა არც ისე ბევრს “, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში დაბრუნებისას.
მანამდე პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ 8500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით. მისი თქმით, აშშ-ს ჯარების დიდი ნაწილის გაძლიერებულ მზადყოფნაში მოყვანის მიზანია ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების გაძლიერება. თუმცა მან დასძინა, რომ ისინი მზად იქნებიან ნებისმიერი სხვა საგანგებო სიტუაციისთვისაც.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს