კიევის სასამართლო პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს
კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში სახელმწიფო ღალატის საქმეზე უკრაინის ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
ადვოკატების განცხადებით, პოროშენკოს არ მიუღია არცერთი საპროცესო დოკუმენტი და მათ დოკუმენტების გასაცნობად დრო მოითხოვეს.
სასამართლო პროცესზე ცოტა ხნის წინ შესვენება გამოცხადდა და სხდომა ადგილობრივი დროით 14.00 საათზე გაგრძელდება.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ვარშავიდან უკრაინაში ჩაფრინდა. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, პოროშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მესაზღვრეები შეეცადნენ, ის უკრაინაში არ შეეშვათ.
„მათ წამართვეს პასპორტი და ცდილობდნენ არ შევეშვით უკრაინის ტერიტორიაზე, თითქოს ცდილობდნენ დაედგინათ, ვიყავი თუ არა პეტრო პოროშენკო,“ - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.
პოროშენკოს აეროპორტთან მხარდამჭერები დახვდნენ, რომლებიც მის სახელს სკანდირებდნენ.
უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.
სიახლეები
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"
- გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
- 17 მაისს ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი