როგორ გამოიყურება მომავლის თვითმფრინავი
აშშ-ში თვითმფრინავების ინოვაციური მოდელების შექმნისათვის კომპანიებს Crystal Cabin Awards-ის ჯილდოები გადასცეს.
გამარჯვებული გახდა პროექტი, რომელმაც ეკონომ კლასის ფრენებისათვის ორ სართულიანი ინტერიერი შექმნა. ამის შესახებ გამოცემა CNN წერს.
პროექტის სახელია Chaise Longue Economy. დიზაინერები დიდი ხანია ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოათავსონ უფრო მეტი მგზავრი სალონში ისე, რომ მგზავრობა ყველასათვის კომფორტული იყოს.
Chaise Longue Economy-ის პროექტის ავტორია 21 წლის ალეხანდრო ნუნეზ ვისენტე. მის მიერ შექმნილი პროექტი სავარძლების სხვადასხვა დონეზე განთავსებას ითვალისწინებს. ბარგის სათავსოები მოიხსნება და მათ ადგილს სავარძლები დაიკავებს. მგზავრები კი ბარგის სავარძლების ქვეშ მოათავსებენ. სავარძლის დიზაინი ასევე გვთავაზობს რეგულირებად საზურგეს და კეფის საყრდენს დამატებითი კომფორტისთვის.

ნუნესი დარწმუნებულია, რომ მისი პროექტი მალე განხორციელდება.
Crystal Cabin Awards-ის წარმომადგენელმა ლუკას კესტნერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერები ყოველწლიურად ქმნიან ინოვაციურ კონცეფციებს ეკონომ კლასისთვის, სინამდვილეში მათი განხორციელების ალბათობა მაინც მცირეა.

სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი