კვიპროსზე „დელტასა“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდული შტამი გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც „დელტასა“ და „ომიკრონის“ ე.წ. ჰიბრიდს წარმოადგენს, კვიპროსზე 25 პაციენტის ანალიზში გამოვლინდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა კათედრის თანამშრომლებზე დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნული უნივერსიტეტის პროფესორის, ლეონტიოს კოსტრიკისის თქმით, კორონავირუსის ახალ ვარიანტს 10 ტიპის მუტაცია აქვს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ „ომიკრონში“ იყო გამოვლენილი, მაგრამ მსგავსი „გენეტიკური საფუძველი“ „დელტა“ ვარიანტსაც აქვს.
კვიპროსელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალ ვარიანტს „დელტაკრონი“ დაარქვეს. 25 ადამიანიდან, რომლებსაც ამ ტიპის კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, 11 კლინიკაში გადაანაწილეს.
პროფესორ კოსტრიკისის თქმით, საუბარი ჯერ ნაადრევია „დელტაკრონის“ ინფექციურობის ხარისხსა და იმაზე, რომ შესაძლოა, მან „ომიკრონი“ ჩაანაცვლოს.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს