ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 2.7 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
პლატფორმა Worldometers-ის მიხედვით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 2.7 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ამავე მონაცემების თანახმად, მხოლოდ აშშ-ში გასულ 24 საათში კორონავირუსით 850 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
პანდემიის დაწყების დროიდან მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 304 მილიონს მიაღწია.
კოვიდ 19-ს დღემდე 5.49 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა 258 მილიონს შეადგენს.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 40 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ