"აფრიკის რეგიონში, გასული კვირის განმავლობაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა 111%-ით გაიზარდა"
მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 47 000-ზე მეტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 5%-ით, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 10%-ით შემცირდა. ინფიცირების ახალი შემთხვევების 65% ევროპის რეგიონში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევების მნიშვნელოვანი, 111 %-იანი ზრდა დაფიქსირდა აფრიკის რეგიონში.
გასული კვირის განმავლობაში, ინფიცირების ყველაზე მეტი, 674 019 შემთხვევა შეერთებულ შტატებში გამოვლინდა, მას მოსდევს გერმანია 351 738 შემთხვევით, გაერთიანებული სამეფო - 350 340 ინფიცირებულით, საფრანგეთი- 335 972 და რუსეთი 215 283 დადასტურებული შემთხვევით.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის “ომიკრონ“ შტამი კი 76 ქვეყანაშია დაფიქსირებული
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს