ბრიტანეთში "ომიკრონის" სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცეს
დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Aljazeera წერს.
უწყებაში განმარტავენ, რომ პრეპარატი კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" წინააღმდეგაც ეფექტურია.
კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ „სოტროვიმაბი“ COVID-19-ის მძიმე ფორმით განვითარების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს 79%-ით ამცირებს.
ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს რეკომენდაციით, წამლებით მკურნალობა კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში უნდა დაიწყოს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"