ლუკაშენკო ევროპას გაზის ტრანზიტის შეწყვეტით დაემუქრა
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თუ პოლონეთი ბელარუსთან საზღვარს ჩაკეტავს, მზად არის რუსეთიდან ენერგორესურსების ტრანზიტი ჩაკეტოს.
„როდესაც პოლონელები ან კიდევ ვინმე „გაგუდვას“ დამიწყებს, ფიქრობთ, რაღაც კონტრაქტების გარჩევას დავიწყებ?", - განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, საზღვრის ჩაკეტვით პოლონეთი საკუთარ თავს აზარალებს.
"მე რომ ტრანზიტი ჩავკეტო? მაშინ რა მოხდება? ვნახოთ, მერე როგორ შეიძენენ ენერგომატარებლებს რუსეთში“, - აცხადებს ლუკაშენკო.
ნოემბრის შუა რიცხვებში ლუკაშენკო ევროპას დაემუქრა, რომ თუ პოლონეთი საზღვარს ჩაკეტავდა იამალ-ევროპის მილსადენ ჩაკეტავდა და ევროპას გაზის გარეშე დატოვებდა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"