მოზარდმა 36,5 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარა
ამ დრომდე დაფიქსირებული ყველაზე მასშტაბური კრიპტოვალუტის ქურდობისთვის კანადელი მოზარდი დააკავეს. მან $36,5 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა თაღლითობით მიითვისა.
პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლი ტელეფონით თაღლითობის საშუალებით გაძარცვეს, რომელიც ცნობილია როგორც "SIM-ის გაცვლა". ამ დროს თაღლითი მომხმარებლის ტელეფონის ნომერს მიიტაცებს, რათა ხელი შეუშალოს ორმაგი ავტორიზაციის მოთხოვნებს და მიიღოს წვდომა მსხვერპლის ვირტუალურ ანგარიშზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მოპარული კრიპტოვალუტის ნაწილი ონლაინ თამაშების იშვიათი მომხმარებლის სახელის შესაძენად გამოიყენეს, რამაც ისინი საბოლოოდ ანგარიშის მფლობელამდე მიიყვანა.
მოზარდს ბრალი 5 000 კანადური დოლარზე მეტის ქურდობასა და ქონების მართლსაწინააღმდეგო ფლობაში ედება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს