რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება - უკრაინის დაზვერვა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.
მისივე განცხადებით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა.
კირილ ბუდანოვის თქმით, სავარაუდოდ, თავდასხმა იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე რუსეთის ნებისმიერი მოქმედება იყო 2014 წლიდან მოყოლებული.
მისი თქმით, სავარაუდო თავდასხმა მოიცავს ავიადარტყმებს, საარტილერიო და სატანკო შეტევებს შემდგომი სადესანტო დარტყმებით აღმოსავლეთში, ოდესაზე და მარიუპოლზე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე