თურქეთი სომხეთის ქმედებებს "ტერორიზმად" მიიჩნევს
სომხეთის ქმედებებს სიუნიქის რაიონში თურქეთი „ტერორისტულ თავდასხმად“ მიიჩნევს და აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში აზერბაიჯანს არ მიატოვებს, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
"ჩვენ მოძმე აზერბაიჯანს არ მივატოვებთ. მოდით, გადავხედოთ აზერბაიჯანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც დაიბრუნა თავისი მიწები. რეგიონში სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, მან ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმება შესთავაზა... სომხეთმა კი, მეორე მხრივ, ცეცხლის შეწყვეტისთანავე აზერბაიჯანულ მიწებზე შეაღწია და აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს თავს დაესხა. ეს ტერორისტული თავდასხმა არის“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჩავუშოღლუმ ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ერევანმა „უნდა დაინახოს, რომ ეს პროვოკაციები უსარგებლოა“.
"ეს შედეგს არასოდეს მოიტანს", - დასძინა მინისტრმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"