გაერო-მ კლიმატის ცვლილების გამო პირველი მასშტაბური შიმშილი დააფიქსირა
მადაგასკარის სამხრეთით, გლობალური კლიმატის ცვლილების გამო, ფართომასშტაბიანი შიმშილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მადაგასკარის სამხრეთში შიმშილის აფეთქება პირველი და შესაძლოა, ერთადერთია, რომელიც კლიმატის ცვლილების შედეგად გაჩნდა.
სამხრეთ მადაგასკარის ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვისგან დაზარალდა. მსოფლიო სასურსათო პროგრამა წარმომადგენელის განცხადებით, აქამდე ბავშვები ასეთ მდგომარეობაში არასოდეს უნახავს.
„ნამდვილად კანი და ძვლებია. მე კონტინენტის რამდენიმე ქვეყანაში, რამდენიმე საგანგებო სიტუაციაში, კერძოდ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დარფურში მიმუშავია, მაგრამ არასოდეს მინახავს ბავშვები ასეთ მდგომარეობაში“, - აღნიშნა მან.
მსოფლიო სასურსათო პროგრამის ცნობით, სამხრეთ მადაგასკარში 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 500 000 ბავშვი არასრულფასოვნად იკვებება.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"