რა იქნება Facebook-ის ახალი სახელი და რატომ იცვლება ბრენდი
2 კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ სოციალური გიგანტი Facebook კომპანიის რებრენდინგს აპირებს.
ონლაინ პლატფორმები გადაივსო სახელის ახალი სავარაუდო ვარიანტების განხილვით.
Facebook სახელის ცვლილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა Twitter-ის მომხმარებლები მისი ახალი სახელის გარშემო სულ უფრო აქტიურად მსჯელობენ.
ახალ ვერსიებს შორის, ყველაზე სარწმუნოდ Meta მიიჩნევა, რაც Facebook-ის ახალ ინიციატივას უკავშირდება. კომპანიის განმარტებით, "მეტავერსი" არის იდეა, რომ მომხმარებლები ცხოვრებენ, მუშაობენ და ვარჯიშობენ ვირტუალურ სამყაროში. აგვისტოში Facebook-მა წარადგინა ვირტუალური ოფისები Horizon Workrooms, რომელთანაც დაკავშირება ვიდეოკონფერენციის საშუალებით ან ვირტუალური სამყაროს ჩაფხუტით, Oculus VR-ით არის შესაძლებელი.
ახალი სახელის ვერსიებს შორისაა Horizon, Bookface, Facegram, Facetagram, FreeFace, FreeTalk, World Changer.
ყველაზე უცნაურ ვერსიებს შორისაა Ye ("იე"). როგორც ცნობილია, რეპერმა ქანიე უესტმა სახელი ოფიციალურად შეიცვალა და იე (YE) დაირქვა.
ივარაუდება, რომ ცვლილებებით კომპანია ცდილობს ახალგაზრდების ყურადღება მიიპყროს. Facebook ბევრმა თინეიჯერმა დატოვა და სანაცვლოდ, Instagram-ის, Snapchat-ის და TikTok-ის გამოყენება დაიწყეს.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე