შვეიცარია საქართველოში კლიმატის დაცვის პროექტებს დააფინანსებს
13 ოქტომბრის შეხვედრაზე შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ საქართველოსთან და დომინიკასთან კლიმატის დაცვის ორმხრივი შეთანხმებები დაამტკიცა.
შეთანხმებები შვეიცარიას საშუალებას მისცემს, ამ ორ ქვეყანაში კლიმატის დაცვის პროექტებით იმაზე დიდი წვლილი შეიტანოს გლობალურად სათბურის აირების ემისიის შემცირებაში, ვიდრე ამას მხოლოდ ადგილობრივი ღონისძიებებით შეძლებდა.
საქართველოში კლიმატის დაცვის პროექტების დაფინანსებით შვეიცარია პარიზის შეთანხმების ფარგლებში დადებული პირობის შესრულებას ეცდება
პარიზის კლიმატის შეთანხმების ფარგლებში შვეიცარიამ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიებს ამ ქვეყნის 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაანახევრებდა. სახელმწიფო გეგმავს, ამ მიზანს უმეტესად ქვეყანაში გატარებული ღონისძიებებით მიაღწიოს.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"