პანდემიასთან ბრძოლის გზის 60%-ს მალე გადავლახავთ - ჯანმო
კაცობრიობა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გზის 60%-ს მალე გადალახავს, თუმცა წინ შესაძლოა კიდევ ბევრი მოულოდნელი დაბრკოლება დაგვხვდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვანამითანმა განაცხადა.
როგორც შვეიცარიული გამოცემა SonntagsBlick წერს, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, მოსახლეობის 70-დან 80%-მდე უკვე აცრილია. მეორე მხრივ, სხვა ქვეყნებში, მაგალითად, აფრიკაში, მოსახლეობის 4%-ზე ნაკლებია სრულად ვაქცინირებული.
სუმია სვანამითანმა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ ადრეა იმის პროგნოზირება, როდის დასრულდება პანდემია.
”ნაადრევი იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ ამას მალე გადავლახავთ, ეს ასე არ არის“, - აღნიშნა სვანამითანმა
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს