ქაბულში ქალებს მუშაობა აუკრძალეს
თალიბანის მიერ დანიშნული ქაბულის მერმა, ჰამდულა ნომანმა ავღანეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალებს მუშაობა აუკრძალა.
მერმა აღნიშნა, რომ თალიბანის მოძრაობამ, "საჭიროდ ჩათვალა ქალების მუშაობის დროებით შეჩერება".
ნომანის თქმით, ქაბულში არსებული 3000 მუნიციპალური მუშაკიდან მესამედს ქალები წარმოადგენენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თალიბანმა ბიჭებს და მამაკაც მასწავლებლებს სკოლაში დაბრუნების უფლება მისცა, მაგრამ გოგონები სკოლიდან დაითხოვეს. როგორც თალიბანი ირწმუნა, ეს დროებითი ღონისძიებაა, მაგრამ როდის გაუქმდება ჯერჯერობით უცნობია
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს