ქალმა კოვიდლატარეაში 2 მილიონი დოლარი მოიგო
აშშ-ის მიჩიგანის შტატის ქალაქ ბლუმფილდის მკვიდრმა, კრისტინ დიუვალმა მოიგო ლატარეაში, რომლის მიზანი კროონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მოტივაცია.
ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
მოგებული თანხით კრისტინ დიუვალი მეუღლესთან ერთად სამი შვილის განათლების საფასურის გადახდას, სახლის გარემონტებას და ქველმოქმედებაში მონაწილეობას გეგმავს.
2020 წელს, როდესაც პანდემია დაიწყო, ქალმა სამაუწყებლო კომპანიაში პროექტების მენეჯერის პოზიცია მიატოვა, რათა შვილს დისტანციურ სწავლაში დახმარებოდა. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა კრისტინმა და მისმა მეუღლემ 2021 წლის აპრილში გაიკეთეს, მეორე დოზა კი რამდენიმე კვირაში მიიღეს. აცრილია წყვილის ორი ვაჟიც. ერთი 18 წლისაა, მეორე - 15-ის.
გამარჯვებულის თქმით, 2 მილიონი დოლარი მის ოჯახს "ოცნებების ასრულებაში დაეხმარება".
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი