ტიბეტში, ყინულის ქვეშ, 28 ახალი ვირუსი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ტიბეტის მყინვარებიდან აღებულ ნიმუშებში 33 ვირუსის გენეტიკური კოდები აღმოაჩინეს, მათგან 28 აქამდე არსებულ რომელიმე ტიპს არ შეესაბამება.
წერს სამეცნიერო გამოცემა New Atlas.
მყინვარები ვირუსებსა და ყინვაგამძლე ბაქტერიებს საუკუნეების განმავლობაში ინახავენ. დროთა განმავლობაში, მეცნიერებს საშუალება ეძლევათ ყინულის ფენები გაბურღონ და მის ქვეშ არებული უცნობი სამყარო შეისწავლონ, რათა გაეცნონ ინფორმაციას უძველესი კლიმატის, ატმოსფეროსა და უძველესი ადამიანების ცხოვრებას.
ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის ფარგლებში, ტიბეტის პლატოზე არსებული 14 400 წლის ყინულის გაბურღეს, რის შედეგადაც აქამდე უცნობი 28 ვირუსი აღმოაჩინეს.
”ეს არის ვირუსები, რომლებსაც ექსტრემალურ პირობებშიც კი შეუძლიათ გადარჩენა”, - აცხადებს მათე სალივანი, კვლევის თანაავტორი.
მკვლევარების თქმით, უძველესი მიკრობების უკეთ შესწავლა მეცნიერებს დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ ევოლუციური ისტორია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე