ავღანეთის დედაქალაქში "თალიბანი" შეიჭრა - დიპლომატიური მისია ევაკუირებულია
დაჯგუფება "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შეიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად რადიკალურმა დაჯგუფებამ ქვეყნის დედაქალაქის მისადგომებთან მიიტანა იერეიშები.
ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-ის დიპლომატიურმა მისიამ დედაქალაქი ვერტმფრენით დატოვა.
ავღანეთის დედაქალაქი უკანასკნელი მსხვილი ქალაქია, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება აკონტროლებს. ამ დროისთვის ქვეყნის 34 ადმინისტრაციული ცენტრიდან 23 რადიკალური დაჯგუფების ხელშია.
საფრთხის გამო, საკუთარი საელჩოდან პერსონალის უსაფრთხო გამოყვანისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში ხუთი ათასზე მეტი სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
პარალელურად "თალიბანის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქაბულის ძალით აღებას არ აპირებენ და ქაბულელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე