ძლიერი ხანძარი საბერძნეთში - საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ებრძვიან.
საქართველოს საელჩო საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.
"ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილოეთ ატიკაში მიმდინარე ხანძრის გამო, მოგიწოდებთ დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს.
მიზანშეწონილია, მოერიდოთ ჩრდილოეთ ატიკის რეგიონში უმიზნო გადაადგილებას. ამასთან, რეკომენდირებულია, დახუროთ კარი და ფანჯრები. შეგახსენებთ, რომ მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793 და გთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ.
აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე