"მტკიცებულებები ადასტურებს, რომ კორონავირუსმა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა 2019 წლის 12 სექტემბრამდე"
მტკიცებულებები ადასტურებს, რომ კოვიდ 19-ის გამომწვევმა ვირუსმა ჩინეთის კვლევითი დაწესებულებიდან გაჟონა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, არსებობს „უამრავი მტკიცებულება“, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობდნენ კორონავირუსების მოდიფიცირებაზე.
„ახლა გვჯერა, რომ დროა, სრულად გამოვრიცხოთ ცხოველების ბაზარი, როგორც წყარო. ასევე მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებათა სიჭარბე ადასტურებს, რომ ვირუსმა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა და რომ ეს მოხდა 2019 წლის 12 სექტემბრამდე,“ - აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელმა“ წევრმა მაიკლ მაკკოლიმ წარადგინა.
ანგარიშის ავტორი კონგრესმენები კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ორპარტიული გამოძიების ჩატარების ინიციატივით გამოდიან.
შეგახსენებთ, ჩინეთი უარყოფს ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას გენეტიკურად მოდიფიცირებული კორონავირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ. პეკინი ასევ უარყოფს ბრალდებებს ვირუსის გაჟონვის ფაქტის დამალვასთან დაკავშირებით.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი