ილონ მასკმა მარსზე პირველი ქალაქის მშენებლობის თარიღი დაასახელა
SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ მარსზე პირველი ქალაქის აშენებას 2050 წლისთვის აპირებს.
ამის შესახებ განცხადება მან Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა.
SpaceX ტეხასში მეორე ქარხანას გახსნის, რომელიც Raptor ძრავებს აწარმოებს. ეს ძრავები Starship-ის ხომალდებისთვის გამოიყენება, რომლებიც მარსზე ფრენისთვის იქნება განკუთვნილი.
მასკის განცხადებით, წელიწადში 800-დან 1000-მდე Raptor-ის ძრავის გამოშვება იქნება საჭირო, რათა ათი წლის განმავლობაში ფლოტი შეიქმნას, რომელსაც მარსზე ქალაქის აშენება შეეძლება.
"ქალაქის მშენებლობას დაახლოებით 20 წელი დასჭირდება, ამიტომ იმედი გვაქვს რომ 2050 წლისთვის მოვასწრებთ”, - განაცხადა მასკმა.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი