ჯანმო COVID-19-ის ახალი შტამების გაჩენას პროგნოზირებს
მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის ახალი შტამები ისევ ჩნდება და ვრცელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპული ბიუროს წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით აუცილებელია მოქალაქეთა პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაციის უზრუნველყოფა, აგრეთვე COVID-19-ის შემაკავებელი ზომების დაცვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების ფონზე ყურადღების მოდუნება, შესაძლოა, ევროპის რეგიონში ახალი აფეთქების მიზეზი გახდეს.
”ჩვენ გვესმის, რომ ხალხი დაიღალა ამ პანდემიით, მაგრამ არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, რადგან ის ჯერ არ დასრულებულა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა”,- აცხადებენ ჯანმო-ში.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"