კოღოებთან ერთად ცხოვრება ზამთარშიც მოგვიწევს
ფლორიდის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილებების გამო, იმ ქვეყნებში, სადაც კლიმატის ცვლილებები განსაკუთრებით შესამჩნევია, კოღოები ზამთარშიც გაჩნდებიან. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Phys.org წერს.
"ტროპიკულ რეგიონებში კოღოები მთელი წლის განმავლობაში ბინადრობენ, თუმცა არა დანარჩენ მსოფლიოში. არა ტროპიკულ ქვეყნებში კი ზამთრის დაბალი ტემპერატურა განაპირობებს იმას, რომ კოღოები ე.წ. "პაუზას" იღებენ. თუმცა, კლიმატის ცვლილებების გამო, ზამთრის ტემპერატურა იმატებს, რის შედეგადაც კოღოები ზამთარშიც გაჩნდებიან", - ამბობს ბრეტ შეფერსი, ფლორიდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი.
მეცნიერები ამბობენ, რომ კვლევის შედეგები შეიძლება დაეხმაროს მსოფლიოს უკეთესად მოემზადონ კლიმატის ცვლილების გავლენისთვის.
"რაც უფრო მაღალია კოღოს აქტივობა, მით უფრო მაღალია დაავადების გავრცელების რისკი. იმის ცოდნა, რომ კოღოები უფრო აქტიურები იქნებიან წლის განმავლობაში, გვაძლევს მოტივაციას დაავადებების გავრცელებისთვის წინასწარ მოვემზადოთ", - აცხადებს მეცნიერი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს