ვთავაზობ ჩემს შვილს ყველა ტყვის სანაცვლოდ - ფაშინიანი ალიევს
სომხეთის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზადაა, თავისი შვილი აზერბაიჯანში დაკავებულ სომეხ სამხედრო ტყვეებში გაცვალოს.
„ოფიციალურად ვეუბნები ალიევს, რომ ვთავაზობ ჩემს შვილს ყველა ტყვის სანაცვლოდ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ქალაქ აპარანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ეს განცხადება ფაშინიანმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტების, სერჟ სარგსიანის და რობერტ ქოჩარიანის საპასუხოდ გააკეთა.
ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება.
„არ გეგონოთ, რომ ამას ემოციურად ვამბობ, ვამბობ ოფიციალურად წადით და აწარმოეთ მოლაპარაკებები,"-განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტების მისამართით.
მანამდე, სერჟ სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა, თავისი შვილი გადასცეს აზერბაიჯანს და მის ნაცვლად დაიბრუნოს სამხედრო ტყვეები. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანის შვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მზად არის სომეხი ჯარისკაცების გათავისუფლების სანაცვლოდ მძევლად ან ნებისმიერი სხვა სტატუსით გაემგზავროს აზერბაიჯანში.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"