გლობალური დათბობა მსოფლიოს უფრო მეტად საშიშს ხდის - იენს სტოლტენბერგი
გლობალური დათბობა მსოფლიოს უფრო მეტად საშიშს ხდის, მას ჩვენს უსაფრთხოებაზე სერიოზული გავლენა აქვს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით მიმდინარე კლიმატურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კლიმატური სამიტი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში იმართება.
„მივესალმები პრეზიდენტ ბაიდენის ლიდერობას კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. მე გაერო-ში კლიმატური ცვლილებების საკითხებში ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ვარ. ასე რომ, ეს საკითხი ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა. გლობალური დათბობა მსოფლიოს უფრო მეტად საშიშს ხდის. მას აქვს სერიოზული გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე. ამიტომ ის მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. ნატო-ს მრავალი წელია, აღიარებული აქვს კლიმატური ცვლილებები როგორც უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი გამოწვევა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ის ელოდება, რომ 14 ივნისს დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ალიანსის ლიდერები კლიმატური ცვლილებების უსაფრთხოებაზე გავლენასთან დაკავშირებით ამბიციურ სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"