"კაცობრიობამ თავიდან უნდა აიცილოს თვითგანადგურების გზა"
პლანეტა ზღვარზეა და კაცობრიობამ თავიდან უნდა აიცილოს თვითგანადგურების გზა, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პონტიფიკოსმა ორი ვიდეოგზავნილი გაავრცელა, რომელთაგან ერთი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უკავშირდებოდა, მეორე კი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით მიმდინარე კლიმატური სამიტისთვის.
„გლობალური კატასტროფები, კოვიდი და კლიმატური ცვლილება გვეუბნება, რომ ჩვენ მოცდის დრო აღარ გვაქვს. როგორც კოვიდმა გვასწავლა, ჩვენ გვაქვს ამ პრობლემისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალებები. დროა, ვიმოქმედოთ, ჩვენ ზღვარზე ვართ“, – განაცხადა რომის პაპმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გლობალური დათბობა ნაწილობრივ არის ადამიანების საქმიანობის შედეგი.
„ამ პანდემიამ ასევე გვაჩვენა, თუ რა ხდება, როდესაც მსოფლიო ჩერდება, შესვენებას აკეთებს, თუნდაც რამდენიმე თვით. სამწუხაროა, რომ ამას ბუნებაზე და კლიმატურ ცვლილებაზე დადებითი შედეგი აქვს. ეს მტკივნეულია’, – აღნიშნა პონტიფიკოსმა.
„მინდა ძველი ესპანური გამოთქმა გავიმეორო: „ღმერთი ყოველთვის პატიობს, ჩვენ ადამიანები ზოგჯერ ვპატიობთ, ბუნება კი არასდროს პატიობს“. როდესაც ბიძგს ვაძლევთ ბუნების ნგრევას, ამის შეჩერება ძალიან რთულია. თუმცა დრო ჯერ კიდევ არის. ჩვენ უფრო მდგრადები ვიქნებით, თუ ერთად ვიმუშავებთ და არა ცალცალკე“, – განაცხადა რომის პაპმა.
„ეს არის პრობლემა და თუ არ გავხდებით უკეთესები, თვითგანადგურების გზას დავადგებით“, – აღნიშნა ფრანცისკემ.
სიახლეები
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"