"მარცხს განვიცდით" - ჯანმო-ს ხელმძღვანელი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ კაცობრიობა ვერ უზრუნველყოფს კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.
ამის შესახებ გებრეისუსმა გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის საკითხს ეძღვნებოდა.
"ვაქცინების საკითხში თანასწორობა ჩვენი დროის გამოწვევაა. და ჩვენ მარცხს განვიცდით. ვაქცინის დოზების 82%-ზე მეტი მდიდარ ქვეყნებს გადაეცათ, როდესაც დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მხოლოდ 0.2% მიიღეს. მდიდარ ქვეყნებში ვაქცინაცია ყოველი 4 ადამიანიდან ერთს ჩაუტარდა, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში - 500-დან 1-ს", - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ რიგ ქვეყნებს ვაქცინის მეორე ნაწილი დროულად არ მიუღიათ, რაც საფრთხეს უქმნის მათი ვაქცინაციის გეგმას.
COVAX-ის პროგრამის საშუალებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 მილიონზე მეტი დოზის გადანაწილებაა დაგეგმილი, თუმცა ამ დროისათვის ქვეყნებს ჯერ მხოლოდ 40 მილიონი დოზა მიეწოდათ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს