იტალია COVID-19-ის ვაქცინის წარმოებას იწყებს
იტალიაში კორონავირუსის ვაქცინის წარმოება დაიწყება.
ამის შესახებ იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განაცხადეს.
კომპანია Patheon Thermo Fischer-მა, შესაბამის მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერა.
საუბარია გერმანული კომპანია CureVac-ის წარმოებაზე, რომელიც იტალიაში მდებარე ფარმაცევტულ ქარხნებში დამზადდება.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგმა განაცხადა, რომ კომპანიასთან, რომელიც ვაქცინის პატენტს ფლობს პირველი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ამასთან, გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, იტალიის მთავრობა Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ქვეყნის შიგნით წარმოების შესაძლებლობასაც განიხილავს.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია